,,მსგავსი ტიპის განხილვა, რომ ყოფილიყო 2012 წლამდე მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა – გამოვიდეს ივანიშვილი და თქვას, რომ ის არის პროდასავლური – ეს იქნება მისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა” – ალექსანდრე კობაიძე

,,მსგავსი ტიპის განხილვა, რომ ყოფილიყო 2012 წლამდე მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა – გამოვიდეს ივანიშვილი და თქვას, რომ ის არის პროდასავლური – ეს იქნება მისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა” – ამის შესახებ, ექსკლუზიურად ,,ჯიემთივისთან” უფლებადამცველმა და პარტია ,,პროგრესული საქართველოს” დამფუძნებელმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალოგიკურია დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის ლიდერის დასანქცირება შემთხვევაში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

,,მსგავსი ტიპის განხილვა, რომ ყოფილიყო 2012 წლამდე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა და შეეწინაღმდეგებოდა იმ პათოსს რაც დღეისდღეისობით ევროკავშირშია ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ დასაფიქრებელია რა გახდა იმის მიზეზი, რომ 10 წლის შემდეგ ბატინ ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის ნდობა, თუ არ ჩავთვლით მის პარტაქტივს.

იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ლოგიკურია, რომ ჩვენი პარტნიორები, რომლებსაც მილიარდები აქვთ დახარჯული ჩვენზე, ცდილობენ რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენი ორიენტირი არ გადაიხაროს ჩრდილოეთისკენ. კარგი იქნება, თუ ბატონი ბიძინა გამოვა და ღიად იტყვის, რომ ის არის პროდასავლური, მისი გზაა ევროპა და არა რუსეთი. ეს იქნება მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, საზოგადო მოღვაწისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ ეს ნაბიჯი მან გადადგა, ესეიგი ეს ნიშნავს, რომ ეს აურზაური არის ჭიქაში ქარშხალი.

მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა გაიწელოს საქართელოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი. რამდენად იქნება რელევანტური რომ დღევანდელი სახელისუფლებო პარტიის ლიდერის დასანქცირება მოხდეს და თან კანდიდატის სტატუსი მივიღოთ?! ფიქრობ ეს ალოგიკურია” – აღნიშნავს კობაიძე.