ავარია ციხისძირში – დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

ავარიის დროს დაშავებული, 51 წლის კაცი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ბათუმის „რეფერალურ“ საავადმყოფოშია გადაყვანილი, 16 წლის გოგო კი ბინაზე გაეწერა.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.