სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის სტატუსზე ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

მე თუ გამოვედი სიტყვით და გამოვედი აქ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს იმ შედეგებთან მიმართებით, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები.

„ხვალინდელი რეკომენდაციები ალბათ გვაჩვენებს, რა მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ცხადია, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს მე აქ ვარ რიგითი მოქალაქე, არ ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ზოჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ მოქალაქეობრივი ვალი არის თავისუფლად აზრის გამოხატვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.