,,საქართველოსთვის უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა – რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით მალე იქნება წინსვლა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და კარები ნამდვილად არის ღია და საქართველოზეა ახლა დამოკიდებული, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა წინ წაიწიოს მთელმა ქვეყანამ და აჩვენოს, რომ გსურთ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში.

თქვენზე არის დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეძლებთ ამ პირობების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს, შესაბამისად, საქართველოს ხელშია, რომ დააჩქაროს ეს პროცესში და წაიწიოს წინ ამ ღია კარებისკენ,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს