მოსკოვში, აშშ-ს საელჩოსთან ტერიტორიას “დონბასის სახალხო რესპუბლიკის მოედნის” სახელი დაარქვეს

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ “უსახელო ტერიტორიას”უკრაინის ოკუპირებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” ეწოდა.

დოკუმენტი მოსკოვის მერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთი აცხადებს, რომ “დონბასის დამცველების ხსოვნის” რუკაზე გაცოცხლების ინიციატივა მოსკოვის საქალაქო ორგანოს დეპუტატებმა გამოთქვეს. ასევე, ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ მოსკოვის მთავრობამ მოქალაქეებისგან არაერთი მიმართვა მიიღო სახელის სხვადასხვა ვარიანტზე.

ცნობისთვის, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.