“უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში” – ევროპარლამენტარი ტომ ვანდედრიშე

რუსეთის ომმა ყველა ჩვენგანი შოკში ჩაგვაგდო, თუმცა ემოციები არ უნდა მივიდეს სიგიჟემდე – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ტომ ვანდედრიშემ ასოცირებულ ტრიოზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას არ შეუსრულებია ვალდებულებები და ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. როგორც ევროპარლამენტარი მიიჩნევს, ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა მზად არ არიან წევრობისთვის.

“სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მათ არ დაუკმაყოფილებიათ აუცილებელი წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც საჭიროებს კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, მტკიცე კანონის უზენაესობას. უკრაინას არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები.

ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ ყველას ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ ყველა ვიქნებით ჩათრეული ამ ომის ჭაობში. უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში,”-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი ტომ ვანდენდრიშე.