,,დროა ვაჩვენოთ, მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით” – პოდოლიაკი

„კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო უკრაინით დაიღლება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გარდაიქმნა ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით“. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი.