აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების ავტორების თანახმად, მათ სჯერათ, რომ საქართველოს ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს.

„საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, თანათავმჯდომარე, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე კომისიის წევრები – სენატორი როჯერ უიკერი და კონგრესმენი ჯო უილსონი.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password