ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს – საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა

ირაკლი ღარიბაშვილი – ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა, ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ

ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა მეტი მოტივაცია აქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შესრულდეს.

„უკრაინა არის დიდ ომში, მოლდოვა არის მძიმ მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო.

მოლდოვა არს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვს. მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი. ჩვენს შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, გამანადგურებელ ომს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს. რატომ, პოლარიზების დასრულება, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, იმიტომ, რომ იცით, რომ მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, არამედ ოპოზიციის გასაკეთებელია. ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password