“ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ , ირაკლი კობახიძემ ,,პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ძალიან მარტივადაა საქმე” – აღნიშნავს კობახიძე.