არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას”: მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს?

„რაც შეეხება ვაქცინებს, მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს? ღიმილიანი საქართველო გახსოვთ თქვენი პროგრამა? და თქვენ გინდათ ახლა დაგვაჯეროთ რომ მართლა წუხართ რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა?“,-ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად.

„მინისტრთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვისაც ახლა უწევს მეორე ვაქცინაცია, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა.