ელზა ჯმუხაძე: მოვედით არა იმისთვის, რომ ხმები წავიღოთ, არამედ იმისთვის, რომ ხმები გავიგონოთ!

ელზა ჯმუხაძე: ,,“მემარცხენე ალიანსი“ მოვედით აქ არა იმისთვის, რომ ხმები წავიღოთ, არამედ იმისთვის, რომ ხმები გავიგონოთ ამ საწყალი, მიტოვებული ხალხის”

“ჩვენ მოვედით აქ არა იმისთვის, რომ ხმები წავიღოთ, არამედ იმისთვის, რომ ხმები გავიგონოთ ამ საწყალი, მიტოვებული ხალხის” – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ავჭალის #20 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ქ-ნმა ელზა ჯმუხაძემ დღეს ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე  ერთერთ თავშესაფარში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

10 სექტემბერს შედგა “მემარცხენე ალიანსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ავჭალის #20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის, ელზა ჯმუხაძისა და პარტიის პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის შეხვედრა ავჭალის მოსახლეობასთან, ლიბანის ქ. #33-ში, უბანში, სადაც საპატრიარქოს თავშესაფარში 40 სოციალურად დაუცველი ოჯახი წლებია ცხოვრობს უწყლოდ, უშუქოდ, უკანალიზაციოდ და უმისამართოდ, მათ არა აქვთ არა თუ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, არამედ ელემენტალური პირობებიც კი, რომ თავი იგრძნონ ნორმალურ ადამიანებად.

„თქვენ იხილეთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ, უკვე ცხრა წლის განმავლობაში, ჩვენი თანამოქალაქეები და ღმერთისგან დავიწყებული შეიძლება უწოდო ამ ადგილა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ხელისუფლება გამოიარა ამ ხალხმა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, მათი საცხოვრისი პრობლემები დღემდე მოუგვარებელია. მე მაინტერესებს, სად იყვნენ მანამდე მაჟორიტარობის კანდიდატები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ ავჭალაში დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქ-ნი ელზა ჯმუხაძე, რომელიც არის მრავალშვილიანი დედა, ბებია, მოაგვარებს ამ ადამიანების ელემენტალურ პრობლემას, უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას. ამის გადაწყვეტა ძალიან ადვილად შეუძლია ხელისუფლებას, თუ დაიწყებს სოციალური საცხოვრისების მშენებლობას, არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყანაში, სახელმწიფო დაფინანსებით, სადაც ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იპოვიან თავიანთ კუთხეს. არჩევის შემთხვევაში, არა მარტო „მემარცხენე ალიანსი“, არამედ ქ-ნი ელზა ამ პრობლემატიკის მოგვარებისთვის იბრძოლებს, ვინაიდან იგი არის ყოფილი ჟურნალისტი, ცნობილი ადვოკატი, უფლებადამცველი, ეს ადამიანი ყოველთვის იდგა ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

„ნანგრევებში საპატრიარქომ შეიფარა 40 სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით დარჩნენ უსახლკაროდ. ამ კედლებში დაიბადა და იზრდება 60-ზე მეტი ბავშვი, რომელთაგან ძალიან ბევრს, ამ უმძიმესი პირობების გამო, აწუხებს ისეთი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ნესტთან, უპირობო მდგომარეობასთან. შენობაში არ არის კანალიზაცია, ელექტროენერგია, წყალი, მხოლოდ რამდენიმე ოჯახს, ვინც ახლოს იყო იმ მილთან და მოახერხა, კუსტარულად აქვს მიერთებული კანალიზაცია. არავინ იცის რა წყალს სვამს ეს ხალხი, იმიტომ, რომ ეს წყალი არის შეუმოწმებელი, არავინ იცის რა შეიძლება მივიღოთ აქ, თუკი იფეთქებს ეპიდემია, სიბინძურის ნიადაგზე. თითოეულ ოჯახში მხოლოდ ამ ქალბათონების ზედმიწევნით სისუფთავის დაცვის წყალობაა, რომ ეს ხალხი არ არიან დღეს მსხვერპლნი უმძიმესი მძიმე ინფექციური დაავადებების. ამ ადამიანებს არცერთს არ აქვს მისამართი. ესენი არიან დაკარგულები ჩვენი ორი წინა ხელისუფლების პირობებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია კარდაკარ უნდა ევლო ბოდიშის მოსახდელად საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ასეთი სოციალურად დაუცველი ოჯახების წინაშე, ეხლა ისინი ბედავენ და კარდაკარ დადიან ხმების სათხოვნელად. მაგრამ ამ მისამართზე არ მოსულა არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ამ ადამიანებისაგან ხმების წაღება არის შეუძლებელი.

დღეს „მემარცხენე ალიანსი“ აქ მოსულია არა იმიტომ, რომ ხმა წაიღოს ამ მოსახლეობიდან, დღეს იმისთვის მოვედით, რომ ჩვენ ხმა გავიგონოთ ამ მოსახლეობის და იმ შემთხვევაში, თუ მოვალთ პარკლამენტში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რომ კომპლექსური პრობლემა, რომელიც ამ მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს, ეს მოვაგვაროთ, საკანონმდებლო ბაზით, თუ საპარლამენტო ზედამხედველობით, არსებულ საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც არ სრულდება და ქვეყანა სრულ სტაგნაციაშია.

მე, პირადად ელზა ჯმუხაძე, დასასაქმებლად არ მივდივარ პარლამენტში, მე მივდივარ იმისათვის, რომ თუ ჩემი შესაძლებლობა, ჩემი კომპეტენცია, ენერგია, გამოადგება ჩემს უბანს, სადაც გავიზარდე 3 წლის ასაკიდან და ყველა ოჯახის ამბავი დეტალურად ვიცი, თუ სჭირდება ჩემს უბანს, რომ მე მათ მოვემსახურო, მე ამისთვის მზად ვარ“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ ავჭალის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა ელზა ჯმუხაზემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ვიღაც უცნობი პირები საკუთარი ავტომობილებიდან მალულად თვალს ადევნებდნენ პროცესის მიმდინარეობას და ფოტოებს უღებდნენ.

ასევე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დატოვეს აღნიშნული შეხვედრის ადგილი, ელზა ჯმუხაძე კიდევ 2 საათის განმავლობაში იქ იმყოფებოდა მოსახლეობასთან და მათ პრობლემებს დეტალურად ისმენდა, რა დროსაც მოულოდნელად შავი ავტომობილით იქ მობრძანდა უცნობი პიროვნება, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლები იქ უკვე აღარ დახვდებოდნენ, რადგან საკმაოზე მეტი ხანი იყო გასული შეხვედრის საათიდან და რომელმაც კითხვაზე, თუ ვინ იყო იგი, უპასუხა, რომ ის იყო „მერიის ის“, დაიბნა და ვერც განმარტა თავისი ვინაობა და როდესაც „მემარცხენე ალიანსის“ პირადმა ოპერატორმა დააპირა კამერის აღება და აღნიშნული ფაქტის გადაღება, იგი სასწრაფოდ ჩახტა მანქანაში და გაიქცა. ერთადერთი, რაც ამ გაურკვეველი პიროვნებისგან გავიგეთ, თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა იგი, ისაა რომ იგი არის „მერიის ის“, როგორც მან თვითონ აღნიშნა.

კომენტარის დატოვება