“პრეზიდენტს ბინძურად დაგებულ ხაფანგში აბამს და ქვეყნის არევისკენ უბიძგებს”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს.

როგორც უსუფაშვილმა კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გადადგეს, ქართველ ხალხს მიმართოს, გადადგეს და მოსახლოებას მისცეს შანსი, პრეზიდენტი კიდევ ხუთი წლით, 2022 წლამდე ვადით აირჩიოს.

უსუფაშვილის ამ განცხადებას „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება:

-“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მთავარი ამოცანაა, კონსტიტუციაში ცვლილებები საზოგადოების ფართო კონსესუსით მოახდინოს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება შეთანხმდა და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრეზიდენტის არჩევნები მოხდა არაპირდაპირი გზით, მაშინ მარგველაშვილის მისამართით გაკეთებული პარლამენტის ექს-თავმჯდომარის კონსტიტუციის ექს გარანტის დავით უსუფაშვილის რჩევები საზოგადოების ნების წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო პრეზიდენტს ბინძურად დაგებულ ხაფანგში აბამს და მას ქვეყნის არევისკენ უბიძგებს”-აცხადებს ძაგანია.

კომენტარის დატოვება