,,რამდენმა ადამიანმა ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი” – პაპუაშვილი ივანიშვილის სანქცირებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რამდენმა ადამიანმა ან ორგანიზაციამაც არ უნდა მოითხოვოს ეს “თეთრი შავი ვერ გახდება”. ასე უპასუხა მან კითხვას საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ფორუმზე მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებასაც ეხება.

“ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენმა ადამიანმა ან ორგანიზაციამაც არ უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი, ასე რომ აქ მთავარი არის არა ის, ვინმე ამბობს რამე თუ არ ამბობს, მთავარი არის ის ამის უკან არსებობს თუ არა არგუმენტი, როდესაც არის არგუმენტების გარეშე ნათქვამი, აქ უკვე პირიქით, ყველა იქნება ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, საკუთარ რეპუტაციას აყენებს ზიანს, როდესაც არგუმენტის გარეშე ხდება განცხადების გაკეთება. თავისთავად, რაც არ უნდა ბევრმა გააკეთოს განცხადება, თუ სხვადასხვა ორგანიზაციამ, თეთრს ვერ დაარქმევ შანს, თეთრი არის ყოველთვის თეთრი”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.