“გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოს, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

“თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება, ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოს, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ”,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარის დატოვება