ალასანია სააკაშვილზე – ძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს – ცდილობენ, ცოტა ავარჯიშონ

ძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს. ცდილობენ, რომ ცოტა ავარჯიშონ, აამოძრაონ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

“ძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს. ცდილობენ, რომ ცოტა ავარჯიშონ, ცოტა აამოძრაონ. მგონი, მოსწონს ექსპერტების ჩართულობა, მისაღებია მისთვის”, – აღნიშნავს ალასანია.