ლარი კვლავ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი, 2.8607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0438 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9126 ლარია. დღეს მოქმედი  კურსი კი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0542 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.