მიხეილ სააკაშვილი: მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქში უკრაინელების მძლავრ შეტევას.

მე ვპროგნოზირებ უახლოეს დღეებში ჩვენების მძლავრ შეტევას და რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის ტყვედ აყვანას” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, რუსეთში დიდი პოლიტიკური ძვრები ხდება, რაც ნიშნავს, რომ პუტინის დიქტატურას საფრთხე ემუქრება.

რუსეთის შიგნით ხდება უმნიშვნელოვანესი ძვრა. მოსკოვისა და პეტერბურგის მუნიციპალურ საბჭოებს შეუერთდა 65 მუნიციპალური დეპუტატი პუტინის დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნაში. ის, რომ ოფიციალურმა პირებმა ეს დიქტატურის პირობებში გაბედეს, სრულიად უპრეცედენტოა რუსეთის ისტორიაში. აშკარაა, პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა სერიოზული ბზარი, რასაც აუცილებლად მოჰყვება სერიოზული ცვლილებები” – წერს მიხეილ სააკაშვილი