რომა დრიბნო: მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა მართავს.

მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა მართავს. მე არანაირი პოლიტიკური წარსული არ მაქვს და პოლიტიკასთან არაფერი მაკავშირებს, ამიტომ არ მესმის რატომ არ შემომიშვეს საქართველოში” – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა, რომა დრიბნომმთავარ არხთანსაუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ის თბილისის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს ყოველგვარი ახსნაგანმარტებების გარეშე.

მიზეზი არ ამიხსნეს და აეროპორტიდან პირდაპირ თვითმფრინავში ამიყვანეს, რომელიც ვარშავის მიმართულებით მიფრინავდა, პასპორტი ვარშავაში დამიბრუნეს. ოკუპაციის შესახებ კანონი არ დამირღვევია. ჩემთან ერთად ვინც მიფრინავდა ყველა გაუშვეს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვა რეისით ჩამოფრინდნენ” – განცხადა რომა დრიბნომ.