კვლავ შენარჩუნებულია, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა – სახალხო დამცველი

„კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა” ეს განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

მისივე თქმით, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სამხედრო მოსამსახურეების მიმართაც.

თავდაცვის სფეროში გრძელდებოდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო გენერალური ინსპექციისთვის, თუმცა, სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვამდე საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ გადაუგზავნია” – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.