ღარიბაშვილი: ჩვენი ეკონომიკა გამოცოცხლდა

ჩვენ მიერ გადადგმულმა გონივრულმა ნაბიჯებმა, ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან” – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინა წლის მონაცემებთან შედარებითაც კი ეკონომიკის ზრდა მკაფიოა, მაგრამ აისახა თუ არა ესუპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდამოსახლეობის ყოფაზე, პრემიერს აღარ განუმარტავს.

„2022 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10.4%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარაგის სრული აღდგენა, არამედ 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის დონის 2, 9%-ით გაზრდაც შევძელით” – განაცხადა ღარიბაშვილმა.