უსუფაშვილმა წერეთელს ხმა არ მისცა

ეუთოს საპრეზიდენტო არჩევნები 11 საათზე დასრულდება.

უკვე ცნობილია, რომ დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთლის კანდიდატურას ხმა არ მისცა.

-“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთესი იქნება ქალბატონი ქრისტინე მუტონენი იყოს, რომელიც ასამბლეის ავსტრიელი ვიცე-სპიკერია. ეს იქნება კარგი ეუთისთვის და  საქართველოსთვისაც” – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარის დატოვება