“იუვენალური იუსტიცია“ ახალ თავსატეხებს უჩენს საზოგადოებას-“ნასედკები” საბავშვო ბაღებში?

“იუვენალური იუსტიცია“ თანდათან იჩენს კლანჭებს და სულ უფრო და უფრო ახალ თავსატეხებს უჩენს საზოგადოებას. გარდა იმისა, რომ კანონი სოციალურ მუშაკს ერთპიროვბული გადაწყვეტილების უფლებას ანიჭებს და მის „გუნება-განწყობაზე“ ხდება დამოკიდებული ოჯახის ბედი, ახლა უკვე საბავშვო ბაღებშიც გამოჩნდებიან სპეციალური დანიშნულების მუშაკები, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ბაღის აღსაზრდელების დაკითხვით იქნებიან დაკავებულნი და სრული შესაძლებელია, ერთ დღესაც თქვენი შვილი ბაღიდანვე ჩამოგართვან და „იუვენალური კანონით“ გამყარებული ქმედებით სახლში აღარც გაგაყოლონ!!!

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე წერს: 

-„8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”. კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში ვკითხულობთ:
“დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.”

ვინც ვერ გაერკვა, ავუხსნი, რომ სექტემბრამდე ბაგა-ბაღებში სპეციალური შტატი უნდა შეიქმნას, რომელიც მშობლების მიერ ბავშვის მიმართ ძალადობას გაუწევს კურირებას. ანუ ბავშვს დაჰკითხავენ ოჯახში ხომ არ ძალადობენ მასზე? რატომ და საიდან აქვს სხეულზე განაკაწრი? რატომ არ აცვია თბილად და ა.შ. ეს კანონი “იუვენალური იუსტიციის” მიღებამდე ორი კვირით ადრე მიიღეს. თუ იუვენალური იუსტიციის კანონს გავიხსენებთ, რის მიხედვითაც სოციალურ მუშაკს ერთპიროვნულად მიეცა გადაწყვეტილების უფლება ძალადობის შემთხვევაში მშობლებს ბავშვი ჩამოართვას, დავინახავთ, რომ პარლამენტმა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონთა კრებული მიიღო! 

ასევე შეგახსენებთ, რომ კანონის (იუვენალური იუსტიციის) მიხედვით ბავშვის ჩამორთმევის საფუძველია ძალადობა, ხოლო კანონში ძალადობის ერთ- ერთი სახეა უგულვებელყოფა!
ხოლო უგულვებელყოფა კანონში განიმარტება შემდეგნაირად:

„მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა”.
ანუ ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: ბავშვის არაკალორიული საკვებით კვება, თბილი ტანსაცმლის არქონა, ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადება და ა. შ.

ნათელია, რომ ეს ერთი გეგმის ნაწილია და საქართველოს პარლამენტმა საზღვარგარეთიდან წამოსული მორიგი დირექტივა შეასრულა, გაუზრებლად და წინააღმდეგობის ფონზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონი ისეთივე წარმატებით ვერ იმუშავებს, როგორც საზღვარგარეთ, მაგრამ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ…“

კომენტარის დატოვება