“ა უ ღ ე ლ ვ ე ბ ლ ა დ ვერც მე ვწერ და ვერც თქვენ წაიკითხავთ…”

ზაზა ჭაია

ადრეც ვწერდით შსს-ში და შსს-ს საზღვრის დაცვის დეპარტემანტში გამეფებულ ქ ა ო ს ზ ე, საქართველოს სახელმწიფო მ ო რ ღ ვ ე უ ლ საზღვარზე, სასაზღვრო მიწების მ ი ტ ა ც ე ბ ა ზ ე, საზღვრის ,,სურვილისამებრ” გ ა დ ა წ ე ვ ა-გ ა დ მ ო წ ე ვ ა ზ ე, ინტერპოლის მიერ (რუსეთის თ ხ ო ვ ნ ი თ) ძებნილ ქართველ ოფიცერთა საზღვარზე გ ა ტ ა რ ე ბ ა ზ ე, საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ აშკარა დამრღვევთა შ ე მ ო შ ვ ე ბ ა ზ ე, საზღვრის მ ო გ ო ნ ი ლ ,,მწვანე” და ,,სპილოსძვლისფერი” ზოლის კ ვ ე თ ა ზ ე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გ ა ტ ა ც ე ბ უ ლ ადამიანთა, ნარკოტიკების და თქვენ წარმოიდგინეთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Игла-ს გ ა დ ა ტ ა ნ ა ზ ე და ,,ოდიდგანვე” ყველაზე ,,დაცულ” – საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, სამცხე-ჯავახეთიდან მ ო პ ა რ უ ლ ი მთელი ჯ ო გ ე ბ ი ს და რ ე მ ე ბ ი ს გადარეკვაზე, როგორც ა დ რ ე, ახალციხის (ჩილდირის) ფაშა ჯაყელების ბ ა ტ ო ნ ო ბ ი ს ა ს, როცა დაღესტნელები მოტაცებულ საქონელს, ოსმალეთის ბაზრებზე ყ ი დ ნ ე ნ და ,,ამოგებულ” თანხას აქეთ მოღალატე ფეოდალებს, იქით ოსმალო მოხელეებს უ ყ ო ფ დ ნ ე ნ. სამცხეში დღეს გაჩენილი, XXI ს-ის ,,ოსმალობა”, თურქეთიდან საზღვრის დარღვევევით ა ქ ე თ გადმოკვეთაში, ოჯახების ა წ ი ო კ ე ბ ა შ ი, ალაფობაში და საზღვრის ი ქ ი თ, ,,ხელდამშვენებულ” გადაკვეთაში გამოიხატება.

2013 წლიდან დღემდე, სამცხე-ჯავხეთიდან თურქეთში, 400/500 სული საქონელი მაინც ყავთ გ ა დ ა რ ე კ ი ლ ი. შსს-ს უ პ ა ტ რ ო ნ ო ბ ი თ გალაღებულმა ბანდებმა, საქონლის ,,მინდორ-მინდორ დევნით” თავი აღარ შეიწუხეს და ამჯერად აწიოკებული ჯ ა ვ ა ხ ე თ ი ს სოფელ დ ა დ ე შ ი ს 4 ოჯახს მიადგნენ, გამოიყვანეს 21 სული საქონელი, დავლა, ალაფი და საქ. შსს-ს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 100 მეტრში, ქ ა რ ა ვ ა ნ ი თ საზღვარი იქით თ ა ვ ი ს უ ფ ლ ა დ გადაკვეთეს. ამ გ ა უ გ ო ნ ა რ განუკითხაობაზე ა უ ღ ე ლ ვ ე ბ ლ ა დ ვერც მე ვწერ და ვერც თქვენ წაიკითხავთ, ხანა, რომ არ იცოდეთ, ფ ე ო დ ა ლ ი ზ მ ი ს მეკობრეობის აღწერა გეგონებათ!