ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

მაშველებმა 25 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმისას დანგრეულ საცხოვრებელ შენობებში სამაშველო ოპერაციები გრძელდება” – წერია განცხადებაში.

სარაკეტო თავდასხმისას დანგრეული 4-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ასევე, გადაარჩინეს 15 ადამიანი, მათგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხოლო 5-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, შეძლეს 6 ადამიანის გაგარჩენა, მათგან 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე გუშინ, 6 ოქტომბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს.