ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა

„სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერმინისტრ ლიზ ტრასთან…ჩვენ დიდი ბრიტანეთის იმედი გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკური და თავდაცვითი მხარდაჭერის კონსოლიდაციაში უკრაინისთვის, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად და ასევე, რუსეთის მეტად იზოლაციისთვის” – განაცხადა ზელენსკიმ.