„მყიდველი არაბი გაკვირვებულია, სახლი სადაც ცხოვრობენ აუქციონზე როგორ იყიდებაო! მამა კი ამბობს-თავს მოვიკლავო!“

 „იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო კავშირის“ ხელმძღვანელი მამისა ჯაფარაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ სახლი, რომელშიც 5 შვილის მამა ცხოვრობს, პროკრედიტ ბანკმა აუქციონზე გაყიდა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად თავად მამისა ჯაფარაშვილს დავუკავშირდით.

-„დიახ, აღშფოთებული ვარ, პროკრედით ბანკის მიერ აუქციონზე გატანილი სახლი ვიღაც არაბმა იყიდა და ახლა სახლის დაცლას ითხოვს.  სახლში 5 შვილის მამა ცხოვრობს, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებოს.

შევხვდი მყიდველს. მითხრა-ბანკის წინაღმდეგ სარჩელი მინდა შევატანიო, ნაკლიანი ბინა რატომ მომყიდაო. სხავათა შორის ის არაბი გაკვირვებულია, სახლი სადაც ცხოვრობენ აუქციონზე როგორ იყიდებაო, ამაზეა სულ რომ გავყვირივარ, ასეთი მახინჯი კანონმდებლობა ალბათ დედამიწის ზურგზე არსად არ არის. ორშაბათს კიდევ ვხვდები და როგორ განვითარდება მოვლენები აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას.

-ამ ოჯახს სადმე წასასვლელი აქვს თუ კიდევ ერთი ოჯახი დარჩება ღია ცის ქვეშ?

-არა, არსად არ აქვს და 5 შვილით ღია ცის ქვეშ რჩებიან, თან ბანკში ვალზე ბევრად მეტი აქვთ გადახდილი, ფაქტიურად ჯარიმებში და პროცენტებში წაართვა, თავს მოვიკლავო ამბობს საწყალი კაცი.

კომენტარის დატოვება