„ვაიმეეეე!!! არ მჯერააა!! მარიტაააააა ჩემს თვალწინ გაიზარდა!!!” – ნახეთ რას წერს რუსკა ქარქაშაძე

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული მოზარდის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გარდაცვლილი მისი მწვრთნელის შვილი იყო.

„ვაიმეეეე!!! არ მჯერააა!! მარიტაააააა
ჩემს თვალწინ გაიზარდა!!! ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლაააა გავიგეეე… ღმერთო, ეს რა უბედურებაააა!!! სიტყვები დავკარგე, არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა” – წერს მსახიობი.

ცნობისთვის, დღეს სამი ბავშვი ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდა. დენის დარტყმის გამო, ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 13 წლის გოგო დაიღუპა.

დაღუპული მარიტა მეფარიშვილია, ის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.