ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდა.

პრემიერმინისტრობისთვის სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტიც იბრძოდა, თუმცა, დღეს მან კანდიდატურა უკან გაიწვია.

ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ დატოვა.

ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა წელს უკვე მეორედ პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს.