გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. ფოტოს კიევის რკინიგზის სადგურიდან პრეზიდენტის პრესმდივანი კერსტინ ჰამელინი Twitter-ზე აქვეყნებს.

„ჩვენი სოლიდარობა ურყევია და ეს ასე დარჩება. ფედერალური პრეზიდენტი შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა” – წერს კერსტინ ჰამელინი.

როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან.

„უკრაინელებისადმი ჩვენი გზავნილია, რომ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით” – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.