ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.