საბავშვო ბაღში გველი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს.

მშობლები შვილების საბავშვო ბაღში მიყვანისგან თავს იკავებენ, ზოგიც ბავშვის სხვაგან გადაიყვანას გეგმავს.

„მე გადაყვანას ვფიქრობ, არ მინდა ბავშვის მაგ ბაღში მიყვანა, მეშინია. რაც გველი გამოჩნდა ბაღში, მის მერე ბავშვი იქ არ მიმიყვანია. დეზინფექცია ჩატარდა იქ, სხვა არაფერი. ძველი საბავშვო ბაღია, კედლებს უამრავი ხვრელი აქვს” – განაცხადა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.

ქვეწარმავლის პოვნის გამო, საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2 დღით შეჩერდა.