ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი გზას კვეთდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ექიმები ამბობენ, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.