წავა თუ არა ნინო ლომჯარია პოლიტიკაში – რას ამბობს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის”გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.

„მაქვს საკმაოდ დაკავებული გრაფიკი ჩემი ვადის ამოწურვამდე. ალბათ, იმის გამოც, რომ ვადა მეწურება და ბევრი საქმეა, ამიტომ მთლიანად კონცენტრირებული ვარ ჩემს სამუშაოზე და გეგმებზე, რაც მინდა, რომ მოვასწრო ვადის ამოწურვამდე.
არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, სადაც წარმომიდგენია ან მოვიაზრებ ჩემ თავს არა თუ უახლოეს მომავალში, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას. ახალგაზრდა ვარ და არ ვიცი, წლების შემდეგ რა იქნება, თუმცა მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ნამდვილად ვაპირებ, დავრჩე აქტიურ მოქალაქედ, უფლებადამცველად და ვიმუშაო საკითხებზე, რაც მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო დეტალურად უფრო მოგვიანებით მეცოდინება მე თვითონაც, სად ვიქნები, რას გავაკეთებ და ამაზე საზოგადოებასაც მივაწვდი ინფორმაციას” – აცხადებს ნინო ლომჯარია.