ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება

ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შესრულებულია. „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ქართულმა ოცნებამ” ამჯერად სააპელაციო სასამართლოს ხელით პატიმრობაში დატოვა.

პოლიტიკურ საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეთა კოლეგიამ სათათბიროდ დრო სწორედ დღევანდელ დღემდე ითხოვა.

დღეს კი გაირკვა, რომ პოლიტიკურ წნეხს ვერც სააპელაციო სასამართლომ გაუძლო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.