„სალომე ზურაბიშვილი არის ჩეულებრივი ქოცი” – პაატა იაკობაშვილი

„მთავარი არხის” ჟურნალისტის პაატა იაკობაშვილის განცხადებით, მას არ აქვს იმედი, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, რადგან „სალომე ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი ქოცი”.

„უფრო მეტად გვქონდა ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედიც გვქონდა, რომ კანონის უზენაესობისკენ ხელისუფლება რაიმე ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, სადაც თავისუფალი ადამიანები იძულებულები ვართ ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის ამ ქვეყანაში. ნიკა, სამწუხაროდ, ისევ გისოსებს მიღმა რჩება, მაგრამ ჩვენ, მისი მეგობრები, მისი თანამოაზრეები, თანაგუნდელები ამ ბრძოლას კვლავ გავაგრძელებთ. კიდევ ერთი რამ არის სამწუხარო, ეს ქვეყნისთვის არის მთლიანად ცუდი. ამ ყბადაღებულ ევროპერპსპექტივას რომ თავი დავანებოთ, საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არის ძალიან ცუდი და შეწყალებას რაც შეეხება, კი, იმედი გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მე პირადად არ მაქვს ამის იმედი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ჩეულებრივი ქოცი, როგორც ბევრი სხვა ამ ქვეყანაში და ყოველთვის პარტიის არა, მაგრამ ბიძნა ივანიშვილის დაკვეთით მომქმედებს”, – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.

ნახეთ ასევე:ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება