ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და გირჩი, 0+0+გირჩი=0 | წულუკიანი

„ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ, სერიოზული არ არის” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ამ „ზეროებისგან” განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს “ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეგვიერთეთო, მაგრამ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ“ – განაცხადა წულუკიანმა.