მძიმე დღე ოლიგარქისთვის – ბრიუსელში ახალი რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან

დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

კერძოდ, ევროპარლამენტართა ჯგუფი საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ რეზოლუციაში კორექტივების შეტანას ითხოვს.

ეს კორექტივები იქნება: ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბიმისი ზომის გატარება და ოლიგარქ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.

ასევე, დეპუტატთა ერთი ჯგუფი მოითხოვს შეისწავლონ – ხომ არ ეხმარება რუსეთს საქართველო დასავლური სანქციების თავის არიდების მცდელობაში.