15 000 ლარი „ღამის შოუს ბენდისთვის” – ნახეთ რას წერს „ფლაგვის დეტექტორი”

„ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ „ღამის შოუს ბენდს” 15 000 ლარს, ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გადაუხდის – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

„შემოდგომის წყალტუბობა ყოველწლიური დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც 2022 წელს მუნიციპალიტეტს 56,567 ლარი დაუჯდა. თანხის უდიდესი ნაწილი, 25,167 ლარი, ღონისძიების სტუმრების მასპინძლობასა და სასტუმროში დაბინავებაზე დაიხარჯა.
დღესასწაულს მუსიკალურად აფორმებდა ღამის შოუს ბენდი, რომელსაც მხოლოდ 2022 წელს ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი გადაუხადეს” – წერს „ფლანგვის დეტექტორი”.