საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ანჩისხატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგსა (ლიპარტელიანი) და ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ ხაჩიძეს ერთობლივად დაევალათ.

ანჩისხატის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის დაბრუნების პროცესისა და მისი ზედამხედველობისთვის განხორციელებული სამუშაოების შესახებ პერიოდულად ანგარიშის წარდგენა.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების სახელმწიფო კომისიის სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა-პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფის წინაშე” – წეროა განცხადებაში.