აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსში კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა [VIDEO]

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსში კუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის მონაწილეებს შორის 17 კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს შესაბამისი მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

კუდი იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ძიუდოს, კარატეს, კრივისა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.