უეფა-ს პრეზიდენტი – ერიკსენის ეპიზოდმა აჩვენა, რომ ფეხბურთი შესანიშნავია, ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე დანია-ფინეთის მატჩის დროს მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.

„ასეთ მომენტებში ცხოვრებაში ყველაფრის ხელახლა გააზრება შეგიძლიათ. კრისტიანს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვლოცულობ, რომ მის ოჯახს ჰქონდეს ძალა და რწმენა. დღესდღეობით საფეხბურთო ოჯახის ერთიანობა იმდენად დიდია, რომ მას და მის ოჯახს ყველას კეთილი სურვილები და ლოცვები აძლიერებს. მესმოდა, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ. ფეხბურთი შესანიშნავია და კრისტიანი მას შესანიშნავად თამაშობს“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 42-ე წუთზე დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა. ექიმები ფეხბურთელს მინდორზევე აღმოუჩინეს დახმარება, მაგრამ მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით და ხელოვნური სუნთქვის აფარატით გადაიყვანეს.