ირაკლი როსტომაშვილი მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენია

ირაკლი როსტომაშვილი მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენია. ქართველმა კარიერაში მეოთხე რეკორდი 50 სანტიმეტრიანი სიმაღლის პლატფორმიდან აზიდვებში დაამყარა.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.

აქამდე არსებული რეკორდი ერთი წუთის განმავლობაში 115 ერთეულს შედაგენდა, ირაკლიმ კი წუთში 124 აზიდვით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რეკორდი.

ირაკლი როსტომაშვილი შინაგან საქმეთა სამინსტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანია.