„ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცია” – ჩხენკელი ოლიგარქზე

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი „ექვთიმეს” შემდეგ ივანიშვილს „ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცობას” აბრალებს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, რომელსაც ჩვენი იდენტობა ემყარება – სწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის” – განაცხადა ჩხენკელმა.