დღეს ლექსო ლაშქარავა 39 წლის გახდებოდა

„ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა დღეს 39 წლის გახდებოდა.

ჩვენს კოლეგას 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, რამდენიმე დღეში კი ის გარდაიცვალა.

ხელისუფლების პროპაგანდის თანახმად, ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა, რასაც სიცრუეს უწოდებს ოჯახი და მედიის ნაწილი.