გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააზიანეს

გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ. დაზიანებულია ოფისის კარი. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა.

პარტიის წევრებმა პოლიციას მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.