მედიაგარემო გაუარესდა გახშირებული თავდასხმებითა და ნიკა გვარამიას დაპატიმრებით – HRW-ის კრიტიკული დასკვნა

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი” საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე უკიდურესად მწვავე ანგარიშს აქვეყნებს.

დასკვნაში დეტალურადაა განხილული: ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით, ჟურნალისტებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები და კონკრეტული მაგალითები თუ როგორ უშლიან ხელს მედიას მუშაობაში.

„მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ნახეთ ანგარიში სრულად