„უამინდობის გამო, ძაბვის პრობლემები იქმნება, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს” – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უამინდობის გამო ძაბვის პრობლემები იქმნება, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს.

„დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.