თელავში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

თელავში, ალაზნის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე 30 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ის აბაზანაში ბინის მეპატრონემ ნახა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.