2022 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული თანხების ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩაირიცხა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535,5 მილიონი დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დეკემბრის თვის ანალგოურ მაჩვენებელზე, 305,8 მილიონი დოლარით მეტია.
ყველაზე მეტი თანხა – 317,31 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების რეიტინგში, მეორე ადგილზეა იტალია – 43,20 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს კი აშშ იკავებს – 34,30 მილიონი აშშ დოლარით. მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი – 20.67 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 19.05 მლნ აშშ დოლარით.